ოზურგეთში მერიის მაღალჩინოსნების ხელფასები იზრდება
ოზურგეთში მერიის მაღალჩინოსნების ხელფასები იზრდება - საკითხის განხილვას დღეს საკრებულო იწყებს.
მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაზრდას ოპოზიცია აპროტესტებს. ამბობენ, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, თან მაშინ როდესაც მერიაში ჯერ რეორგანიზაცია გამოაცხადეს, ხელისუფლებისთვის არასასურველ კადრებს სამსახურებს ატოვებინებენ ნაწილს კი ხელფასს უზრდიან.
ირკვევა, რომ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც საკრებულოში მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხი შეიტანა, ბიძინა ივანიშვილის სტუდენტობის დროინდელმა მეგობარია.
დავით დარჩია, რომელიც არჩევნების წინ მოსახლეობას ხელფასების გაზრდას პირდებოდა, დღეს ჟურნალისტს ადანაშაულებს დემაგოგიაში.
საქმე დალეული გაქვთ, ჩემო ბატონო?" - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელსაც ხელფასი ეზრდება.