,,უზრდელო, თავხედო, მატყუარა"- ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში
ხმაურია ამ წუთებში ოზრგეთის საკრებულოში - ერთმანეთს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. ვითარება ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა.
დეპუტატები ერთმანეთს, "უზრდელს, თავხედსა და მატყუარას" უწოდებენ. ადგილზე ვითარება ისე დაიძაბა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე იძულებული გახდა, სხდომაზე შესვენება გამოეცხადებინა.
დაპირისპირების მიზეზი ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ანაზღაურების გაზრდა გახდა.
ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასები იზრდება, რისი წინააღმდეგიც ოპოზიციაა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ანაზღაურება მხოლოდ ,,ოცნებისთვის" სანდო კადრებს ეზრდებათ, ხოლო ისინი კი, ვისაც ხელისუფლება არ ენდობა, სამსახურის გარშე რჩებიან.