უკრაინა დღეს საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკურ თანადგომას ვერ ხედავს - სალომე სამადაშვილი
ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია ,,ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი, მიიჩნევს, რომ უკრაინას დღეს სჭირდება პოლიტიკური თანადგომა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, სამადაშვილს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ისიც ვერ მოახერხა, რომ კიევის მიმართ ნეიტრალური პოზიცია დაეჭირა. ეს ყველაფერი კი აისახა რადას თავმჯდომარის რეაქციაში, როცა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში არ მოაქცია, რომელიც უკრაინას ამ რთულ პერიოდში ეხმარება.
ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელი მდგომარეობით უკრაინის ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ საქართველოს მთავრობას არათუ არ უწყობს ხელს უკრაინის გამარჯვებას, არამედ ვერ მოახერხა ისიც კი, რომ ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს. შესაბამისად,, ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა პოზიციის. ჩვენ დღეს გვესმის, რომ უკრაინას დღეს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ პირველ რიგში მას სჭირდება პოლიტიკური თანადგომა. სწორედ ამ თანადგომას ვერ ხედავს დღეს უკრაინა საქართველოს ხელისუფლებისგან, რაც აუფასურებას იმ ყველაფერს, რასაც შეიძლება, დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებდეს - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ,,ქართული ოცნება" არც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეურთდა და არც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ხელმომწერთა შორისაა.