ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ - უცნობია, მიანიჭებენ თუ არა მათ გმირის წოდებას
მიანიჭებენ თუ არა ეროვნული გმირის სტატუსს უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს? - გადაწყვეტილება პრემიერმა ღარიბაშვილმა უნდა მიიღოს.
ქართველი გმირების ცხედრების ჩამოსვენებამდე კი რამდენიმე საათი რჩება. უკრაინაში, ომში დაღუპულ ჯარისკაცებს თბილის საერთაშორისო აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები, ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები დახვდებიან. მივლენ თუ არა იქ ქართული ოცნების წარმომადგენლები - ეს ჯერ გაურკვეველია.
გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტრომ მათ მეომრების სამხედრო პატივით დაკრძალვა შესთავაზა, თუმცა უცნობია, განიხილება თუ არა ჯარისკაცების ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვა.
ამასთან, ცნობილია, რომ ვარშავაში მცხოვრები ქართველები გარდაცვლილებს გია ბერიაშვილსა და დავით რატიანს პატივით გამოაცილებენ, მოქალაქეები საბაჟოსთან შეიკრიბებიან და ასე გააცილებენ სამხედროებს სამშობლოში.