მარგველაშვილი უპრინციპოა, ადრეც ნათქვამი აქვს, პლასტელინივით ვარო - სამხარაძე
მეოთხე პრეზიდენტის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდა, მმართველ გუნდში პასუხობენ. ნიკოლოზ სამხარაძე გიორგი მარგველაშვილს უპრინციპოს უწოდებს და ბრალს ოპოზიციის ბანაკში გადასვლაში სდებს.
ჩემი აზრით, გიორგი მარგველაშვილი არის უპრინციპო ადამიანი და პრინციპებს იმის მიხედვით იცვლის თუ სად და რომელ ადგილას არის იმ კონკრეტულ მომენტშ. ახლა არის ალბათ ოპოზიციურ ბანაკში და სხვა პრინციპებს იცავს. მას ადრეც ნათქვამი აქვს, პლასტელინი ვარო, სადაც მიმაგდებთ , იქ ვარო, - ამბობს სამხარაძე.
გიორგი მარგველაშვილმა ინგრა გრიგოლიას "რეაქციაში" განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდა. ექსპრეზიდენტის შეფასებით, რუსულმა აგრესიამ ბევრი რამ შეცვალა, ყველას დაანახა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნომერ პირველი პოლიტიკოსია, რომელიც პუტინთან იყო და არის დაპირისპირებული.