ოზურგეთის საკრებულოს სხდომა დასრულდა- მერიის მაღალჩინოსნებს ანაზღაურება გაეზარდათ

23.03.22 15:40
ოზურგეთის საკრებულოს სხდომა დასრულდა- მერიის მაღალჩინოსნებს ანაზღაურება გაეზარდათ

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა დასრულდა. მერიის მაღალჩინოსნებისთვის ანაზღაურება 50-80%-ით, ხოლო რიგით ჩინოვნიკებს 10-20 %-ით გაეზარდათ. 

ოზურგეთის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრების განცხადებით, რაიონში არსებული უამრავი პრობლემის ფონზე მერიის ჩინოვნიკებისთვის ანაზღაურების გაზრდა არასწორი ქმედებაა.