ფორტხვით გაიქცა, ქართველი ერი შეარცხვინა- კალაძე სააკაშვილს სამხედრო გამოცდილებას უწუნებს
თბილისის მერი საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ - კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილს სამხედრო გამოცდილების არქონაში ადანაშაულებს.
,,2008 წელს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაიქცა, ქართველი ერი შეარცხვინა- ამბობს კახა კალაძე.
მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მას აქვს გავლილი სამხედრო წვრთნები, თუმცა, არ ვიცი ზუსტად, 2008 წლის ომამდე გაიარა, თუ ომის შემდეგ. ალბათ, კარგი იქნება, მას ეს შეკითხვა დაუსვათ, როცა სასამართლო პროცესზე იქნება წარდგენილი, როდის გაიარა მან ეს წვრთნები, ომამდე, თუ ომის შემდეგ.
გვახსოვს მისი სამარცხვინო ქმედებები ომის დროს, რომელმაც მართლაც შეარცხვინა ქართველი ერი, როცა მიწაზე ფორთხვით წარუდგა საზოგადოებას. მიატოვა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და გარბოდა, სად გარბოდა, არავინ იცის. - კახა კალაძე