დაბომბვა რომ მოხდეს, კაცმა არ იცის, თავს სად შეყოფს? - უგულავა კალაძეს
თბილისის ყოფილი მერი მოქმედის წინააღმდეგ - გიგი უგულავა კახა კალაძეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო უპირისპირდება.
უგულავა კალაძეს საფეხბურთო კარიერას უხსენებს და გაჩუმებას ურჩევს.
ჯობია, თავისი საქმე აკეთოს, თოვლს მიაქვს ქალაქი. მარილი დაყაროს, გზა დააგოს, რამე გააკეთოს. სირცხვილია, როცა კალაძე ხარ, როცა თავით გაქვს 2 გოლი გატანილი საკუთარ კარში, კაცმა არ იცის, დაბომბვა რომ მოხდეს, მაგ თავს სად შეყოფს ეგ, ან ღარიბაშვილი, ან სხვა?!
რომელ ფორთხვაზეა ლაპარაკი, ბომბის ხმა რომ გაიგონონ, სად იქნება რომელიმე მათგანი, ან საერთოდ იცის კალაძემ, რა არის ბომბი? ბურთის მეტი არაფრი არ უნახავს და ხამივით რომ იქცევა?
რა შენი საქმეა სააკაშვილის სამხედრო გამოცდილება, მით უმეტეს, მაგ თავი არ გქონდა შეყოფილი, სააკაშვილთან არ იყავი 24 საათი? მე მაინც არ ვიცი? ოთხით რომ ფორთხავდი პრეზიდენტის მისაღებში? - აცხადებს გიგი უგულავა.
,,მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ერი შეარცხვინა, როცა 2008 წელს ფორთხვით გაიქცა და საფრანგეთის პრემიერი მიატოვა"- თქვა დღეს კახი კალაძემ.