დიდება გმირებს - ომში დაღუპულ ქართველი მეომრები სამშობლოში ჩამოასვენეს

24.03.22 09:30
დიდება გმირებს - ომში დაღუპულ ქართველი მეომრები სამშობლოში ჩამოასვენეს

გვიან ღამით, ომში დაღუპული ქართველი გმირები საქართველოში ჩამოასვენეს. უკრაინის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი სამხედროების ოჯახები დილიდან სამძიმარს იღებენ. დავით რატიანი საკუთარ სახლში მიასვენეს, გია ბერიაშვილის ცხედარი კი ოჯახის გადაწყვეტილებით, თემქის სასაფლაოზე ტაძარშია დასვენებული.

ომში დაღუპულ გმირებს ოჯახის წევრები პოლიტიკოსები და რიგით მოქალაქეები სანთლებით და მუხლმოდრეკილები დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ჩამოსვენებას დაესწრო. ადგილზე ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენელი მისულა.

პუტინის რეჟიმის მსხვერპლ ქართველ გმირებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ, თუმცა დაუთმობენ თუ არა გია ბერიაშვილს და დავით რატიანს ძმათა სასაფლაოზე ადგილს, ჯერჯერობით უცნობია.