დიდება გმირებს - პრეზიდენტი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ჩამოსვენების ცერემონიას დაესწრო

24.03.22 09:40
დიდება გმირებს - პრეზიდენტი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ჩამოსვენების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ჩამოსვენების ცერემონიას დაესწრო. სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ომში დაღუპული გმირების ჩამოსვენებას დაესწრო. ადგილზე "ქართული ოცნების" არც ერთი წარმომადგენელი მისულა.

ომში დაღუპულ გმირებს ოჯახის წევრები პოლიტიკოსები და რიგით მოქალაქეები სანთლებით და მუხლმოდრეკილები დახვდნენ. 

ქართველი ჯარისკაცები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი, უკრაინაში რუსულ აგრესიას შეეწირნენ.