უკრაინაში სასტიკი შეჭრა ხაზს უსვამს საქართველოსადმი მხარდაჭერის საჭიროებას - იენს სტოლტენბერგი
რუსეთის მიერ უკარინაზე თავდასხმის შემდეგ უფრო ნათელი გახდა, რომ საქართველოს ალიანსის მხარდაჭერა სჭირდება - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს წევრი ქვეყნების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მოლოდინი მაქვს, რომ NATO-ს ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე გამოხატავენ საკუთარ მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან. მათ შორის არის საქართველო. საქართველოს უფლება აქვს საკუთარი გზა თავად აირჩიოს.
NATO-ს მოკავშირეები უკვე წლებია მხარს უჭერენ საქართველოს რეფორმების იმპლემენტაციაში, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციაში. უკრაინაზე ბრუტალური თავდასხმა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო მხარდაჭერით უზრუნველყოფილი იყოს”,-განაცხადა სტოლტენბერგმა.
ბრიუსელში დღეს ნატო-ს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტები გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები პარტიების აკრძალვის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებენ
მესამე სექტორის განცხადებით, სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ვენეციის კომისიის ფუძემდებლურ სტანდარტებს.