მიიღებს თუ არა ევროსასამართლო სააკაშვილის სარჩელს წარმოებაში - გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი
მიიღებს თუ არა ევროსასამართლო სააკაშვილის სარჩელს წარმოებაში. სტრასბურგის გადაწყწვეტილება დღეს უნდა გახდეს ცნობილი.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის, ინფორმაციით, ყველა ის საქმე, რომელზეც პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო საქართველოში ბერკეტი ამოიწურა, ევროსასამართლოში წავა.
საქმეებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და რომლებზეც შიდა ეროვნულ დონეზე პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო ყველა ბერკეტი ამოწურულია, ეს საქმეები არის მიმართული ევროპული სასამართლოსთვის.
არ არის გამორიცხული, ხელისუფლება შეეცადოს, მოახდინოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების პოლიტიზირება. ამის მაგალითები ჩვენ გვქონია - განაცხადა ადვოკატმა.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ ამ ეტაპზე 2 გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს.- გირგვლიანისა და გელაშვილის ცემის საქმე. ამ ქეისებზე დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელსაც მოუთმენლად ელოდებიან ადვოკატები და ,,ნაცმოძრაობის" წევრები.