ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარულ ბანკს დავა მოუგო
ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარულ ბანკს დავა მოუგო. ახლა ოლიგარქს 500 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადონ. მილიარდერი ივანიშვილი „კრედიტ სუისს“ 6 წელი ედავებოდა და ანგარიშიდან თანხის გაფლანგვასა და თაღლითობაში ადანაშაულებდა.
ივანიშვილის ბანკირი პატრიკ ლესკა-დრონი იყო, რომელმაც, საქმის მასალების თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი თანხა საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთ კომპანიაში დააბანდა და დაკარგა. მას თაღლითობის გამო 2018 წელს ბრალი დაუდასტურდა. თუმცა „კრედიტ სუისი“ აცხადებდა, რომ ლესკა-დრონი დამოუკიდებლად, ბანკისგან მალულად მოქმედებდა.
ივანიშვილი ერთ-ერთია იმ ხუთ ადამიანს შორის, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ,,კრედიტ სიუსის" წინააღმდეგ დავას და აცხადებენ, რომ ბანკის ვალდებულება იყო, ლესკადრონის ქმედებები არ დაეშვა მას შემდეგ, რაც დანაშაული გამოაშკარავდა.
მსგავსი სიახლეები
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები პარტიების აკრძალვის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებენ
მესამე სექტორის განცხადებით, სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ვენეციის კომისიის ფუძემდებლურ სტანდარტებს.