ევროსასამართლოს გადაწყვეტილება - მიხეილ სააკაშვილის პირველი შეფასება
ევროსასამართლომ იმედი კიდევ ერთხელ გამიმართლა - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ახალ გზავნილშია საუბარი, რომელიც რუსთავის ციხიდან სააკაშვილის ადვიკატმა, შოთა თუთბერიძემ, გამოიტანა.
მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლო, როგორც წესი, მსგავს საქმეს წარმოებაში არ იღებს, თუმცა, პოლიტიკური მართლმსაჯულების ქეისი, რომლის წინაშეც საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღმოჩნდა, ევროპულმა სასამართლომ გამონაკლისის სახით მიიღო.
მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი, მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეში იმდენად უხეში დარღვევებია, რომ საბოლოოდ, ისინი ამ პროცესს მოიგებენ.
მთავრობა ითხოვდა აღნიშნული სარჩელების არდაშვებას, მათი პოზიცია გამომდინარეობდა იქიდან, რომ არ იყო დასაშვები, ხანდაზმულობის ვადა გასული იყო და უამრავ სხვა მიზეზს იდებდნენ, მაგრამ დღეს სტრასბურგის სასამართლომ განჩინებით გამოსცა, რომ ყველა საჩივარი, რომელიც გასაჩივრებულია სააკაშვილის მიერ, იქნა დასაშვებად ცნობილი.
ლიუგიკურია, ხელისუფლება ამ საქმეს წააგებს. ძალაინ უხეში შეცდომები აქვთ დაშვებული - აცხადებს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.
ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო. სტრაბურგის სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს ხელისუფლების არგუმენტები, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტის საქმის არსებით განხილვას იწყებს.
დღეს იუსტიციის მინისტრი რომელმაც მედია საგანგებო პრესკონფერენციაზე მიიწვია, ამ თემაზე საუბარას არც აპირებდა, თუმცა ჟურნალისტების კითხვამ რატი ბრეგაძემ იძულებული გახდა ევროსასამართლოს დადგენილებაზე ეთქვა.
მიხეილ სააკაშვილი ,,ოცნების" ხელისუფლებას მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებას ედავება.