საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში ქვეყანას მხოლოდ 1.7% დატოვებდა - კვლევა
თუ რუსული ჯარები უკრაინის მსგავსად საქართველოშიც შემოვლენ, მოსახლეობის 42.7% მზად არის, ქვეყანაში დარჩეს და იარაღით ხელში იბრძოლოს - კვლევის შედეგებს IPM ავრცელებს.
გამოკითხულთა 24.2% ქვეყანაში დარჩება და შეეცდება, უსაფრთხოდ იყოს. 16.7% ამბობს, რომ მოხალისეობრივ აქტივობებში ჩაერთვება (11.2% სამოქალაქო, ხოლო 5.5% სამედიცინო ან ფსიქო-სოციალურ მოხალისეობრივ აქტივობაში).
მოსახლეობის 11.2% აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო. 3% - მიტინგებს შეუერთდება. გამოკითხულთა მხოლოდ 1.7% აფიქსირებს პასუხს, რომ ქვეყნიდან წავა.
გამოკითხული მოქალაქეების 57% აცხადებს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, დახმარების შესათავაზებლად გაემგზავრებოდა უკრაინის რომელიმე ქალაქში ან ოლქში.
კითხვაზე, რა ტიპის დახმარებისთვის წავიდოდა უკრაინაში, გამოკითხულთა 47.9% პასუხობს, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებას, რითიც შეძლებდა.
91% აცხადებს, რომ უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში ჩაერთვებოდა რაიმე სახის თავდაცვით, საბრძოლო თუ სოციალურ საქმიანობაში,
კვლევა 15-20 მარტის პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI) ჩატარდა. გამოკითხეს 18 წელს ზემოთ ასაკის 1 026 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არის 3.1%.
მსგავსი სიახლეები
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები პარტიების აკრძალვის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებენ
მესამე სექტორის განცხადებით, სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ვენეციის კომისიის ფუძემდებლურ სტანდარტებს.