ემხრობიან ძალადობას, აქვთ მკვეთრად პრორუსული გზავნილები, სურთ რუსეთის ძალები საქართველოში - დეგნანი "ალტ ინფოზე"

24.03.22 16:03
ემხრობიან ძალადობას, აქვთ მკვეთრად პრორუსული გზავნილები, სურთ რუსეთის ძალები საქართველოში - დეგნანი "ალტ ინფოზე"

ეს ადამიანები ემხრობიან ძალადობას, აქვთ მკვეთრად პრორუსული გზავნილები - სურთ რუსეთის ძალები, რუსეთის ბაზები საქართველოში - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში პრორუსული და ზალადობრივი ჯგუფის, "ალტ ინფოს" საქმიანობს. 

დიპლომატის თქმით, ეს ადამიანები პოტენციურად ქმნიან ვითარებას რუსეთის შემოჭრის გასამართლებლად. დეგნანის განცხადებითვე, 
სხვა ქვეყნებში მსგავსი ძალადობრივი მაუწყებლები გათიშეს: 

ეს ადამიანები არ ემსახურებიან საქართველოს საუკეთესო ინტერესებს - პოტენციურად ქმნიან ვითარებას რუსეთის შემოჭრის გასამართლებლად. ისინი არიან რუსეთის დეზინფორმაციის იარაღი, რისი მოწმეც არის საქართველო უკვე წლებია. ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, რაც ამან შეიძლება მოიპოვოს და განსაკუთრებით შემაშფოთებელია მათი მხრიდან ძალადობა მშვიდობიანი ადამიანების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს პრინციპებს და საქართველოს კონსტიტუციას. სხვა ქვეყნებში გათიშეს ასეთი ძალადობრივი მაუწყებლობები, რადგან ისინი ეწევიან ძალადობისა და სიძულვილის პროპაგანდას. ვფიქრობ, ამაზე პასუხი არის დაეხმარო მოსახლეობას გაიგოს, რასაც ისმენს, გაიგოს - რაშია საფრთხე"- თქვა დეგნანმა.