უკრაინიდან ჩამოსვენებულ გმირებს პატივი მხოლოდ ოპოზიციურმა პარტიებმა მიაგეს

24.03.22 17:22
უკრაინიდან ჩამოსვენებულ გმირებს პატივი მხოლოდ ოპოზიციურმა პარტიებმა მიაგეს

მოქალაქეების ნაკადი ომში დაღუპული ქართველი სამხედროს სამოქალაქო პანაშვიდზე არ წყდება, ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი.

უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროს პატივი მიაგეს ,,ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა. ოპოზიციური პარტიის წევრები სამწუხაროს უწოდებენ ფაქტს, რომ სამშობლოში ჩამოსვენებულ ქართველ გმირებს ხელისუფლება  არ დახვდა და პატივი არ მიაგო.

მათ თავი გაწირეს არა მხოლოდ უკრაინის ერთიანობისთვის, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვისაც. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რომ ასეთი ადამიანები ცხოვრობდნენ ქვეყანაში. ისინი იმსახურებენ გმირის წოდებას.

სამწუხაროა, ჩამოასვენეს გმირები და ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა. ეს უკვე მათი შეფასებაა - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.