გვეძლევა შანსი, გავაბათილოთ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ მტკიცებულება - ანრი ოხანაშვილი
არის მცდელობა, წინასწარ გამარჯვებად გამოაცხადონ პროცედურული საკითხი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მიხეილ სააკაშვილის სარჩელი, ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, გააბათილოს მტკიცებულებები საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებების დარღვევის შესახებ. ოხანაშვილმა პარალელი ,,რუსთავის 2"-ის საქმეზე გაავლო, როცა ოპოზიციამ ნაადრევად იზეიმა.
ეს არის ჩვეულებრივი დასაშვებობის ეტაპი, პროცედურული საკითხია, რომელიც პირიქით, ჩვენს ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, წარდგენილ იქნეს მტკიცებულებები, რომ გაბათილდეს ის ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა უფლებების შელახვას.
,,რუსთავის 2"-ის საქმეც იქნა დასაშვებად მიჩნეული. გახსოვთ პარტიული ტელევიზიების აჟიოტაჟი მასთან დაკავშირებით, ანუ წინასწარ იზეიმეს ის, რაც იყო პროცედურული საკითხი. ასე იქნება აქაც, არის მცდელობა, რომ მოხდეს წინასწარ გამარჯვებად გამოცხადება იმის, რაც არის პროცედურული საკითხი - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
,,შეეგუეთ მარცხს"-საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს და ურჩევს, ციხის კარი გაუღონ. მიხეილ სააკაშვილი ევროსასამართლოს დადგენლებას მიესალმება და ამბობს, რომ სტრასბურგმა იმედები ამჯერადაც გაუმართლა.