მუხთარლის 12 საათიანი გამოკითხვა - ჟურნალისტმა მისი გატაცების ორგანიზატორები დაასახელა
აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის და ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ - აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა პროკურატურაში გამოკითხვაზე მისი გატაცების ორგანიზატორები დაასახელა.
12 საათიანი გამოკითხვის შემდეგ თბილსის ცენტრიდან გატაცებული ჟურნალისტი ამბობს, რომ მაშინდელი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის ბრძანების გარეშე გატაცების ოპერაცია ვერ ჩატარებოდა და ოთხი განსხვავებული უწყება ერთად მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა. აფგან მუხთარლის თქმით, გატაცების ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტირი გიორგი მღებრიშვილი. აზერბაიჯანული მხრიდან კი, საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსი და სხვა მაღალჩინოსნები.
ვუპასუხე, რომ შემკვეთი იყო მაშინდელი პრემიერი კვირიკაშვილი და ივანიშვილი, გატაცებაში მონაწილეობდნენ კრიმინალური პოლიცია და სასაზღვრო,ასევე აზერბაიჯანის პოლიციაც," - თქვა გამოკითხვიდან გამოსულმა აფგან მუხთარლიმ.