ენმ-ს მსგავსი დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები - თალაკვაძე კარასინის განცხადებაზე

25.03.22 13:09
ენმ-ს მსგავსი დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები - თალაკვაძე კარასინის განცხადებაზე

"ქართული ოცნება" ირქმუნება, რომ პრივაკოვის ცენტრის ორაგნიზებით გამართულ შეხვედრასთან საერთო არაფერი აქვს. საუბარია შეხედრაზე, სადაც  რუსეთის სათათბიროს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა საქართველოს ხელისუფლებას პოზიცია მოუწონა.  

სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე კარასინის განცხადებას პროვოკაციად აფასებს და ამბობს, რომ სმაგსვი განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესშია. 

საქართველოს ხელისუფლებას ან ჩვენს გუნდს, მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" არავითარი კავშირი არ აქვს ამ შეხვედრასთან, რაც საექსპერტოპ დონეზე გაიმართა როგორც მედიიდან ევიტყვეთ. ამ ვითარებაში, როდესაც უკრაინაშ შეიჭრა რუსეთი და საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ვთვლით, რომ მონაწილეობა ამ ფორმატში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, საექსპერტო წრეების მხრიდან არი იყო მიზანშეწონილი. როდესაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან კეთდება პოლიტიკური განცხადებები,  ამას პირველი ყოველთვის საქართველოში  ეხმიანება და აიტაცებს ხოლმე "ნაციონალური მოძრაობა", რადიკალური ოპოზიციური ბანაკი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ სწორედ საქართველოს შიდა პოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები. არცერთი ასეთი შექება, არცერთი ასეთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა, - განაცხადა თალაკვაძემ.