ჩვენ ვიხელმძღვანელეთ სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტის რეკომენდაციებით - სააკაშვილის ადვოკატი

25.03.22 13:32
ჩვენ ვიხელმძღვანელეთ სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტის რეკომენდაციებით - სააკაშვილის ადვოკატი

ქვეყნის მთავრი პროკურორის ბრალდებას, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა  სტრასბურგის სასმართლოს საჩივარი დაგვიანებულ ვადაში გაუგზავნეს, ინტერესები დამცველები სიცრუეს უწოდებენ. ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ  მათ ევროპული კონვენციის სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტის რეკომენდაციებით იმოქმედეს. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო საჩივარს ვადის დარღვევით არ მიიღებდა. 

ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ევროპული კონვენციის სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტის რეკომენდაციებით, რომელიც არსებობს და რა ვადებიც არსებობს. ინტრუქციები არსებობს და კარგი იქნება თუ მთავრობა ნახავს არ ინტრუსქციებს, რა ინსტრუქციები მოქმედებდა კოვიდრეგულაციების დროს. შესაბამისად, ჩვენ ეს გავიაზრეთ, გავაანალიზეთ და სწორედაც ყველა კანონის დაცვით მოვახდინეთ აღნიშნული საჩივრების შეტანა. მე, სიმართლე გითხრათ, მიკვირს, როდესაც დღეს ხელისუფლება აპელირებს ისევ იმაზე, რომ თითქოსდა ჩვენ რაღაც ვადა დავარღვიეთ და დარღვეული ვადით მიიღო სტრასბურგის სასამართლომ საქმე წარმოებაში. ეს წარმოუდგენელი რამ არის. ამას ამბობდნენ ისინი სწორედ თავის პოზიციაში,  - განაცხადა გიორგი ჩივიაშილმა.