პრეზიდენტის სადამსჯელო ოპერაცია - "ოცნება" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს

25.03.22 15:23
პრეზიდენტის სადამსჯელო ოპერაცია - "ოცნება" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს

პრეზიდენტის სადამსჯელო ოპერაცია?! - სახელისუფლებო გუნდი ჩქარობს და მოითხოვს, რომ პარლამენტმა ფორსირებულ რეჟიმში დაამტკიცოს პროექტი, რომელითაც მმართველი გუნდი მარტივად შეეძლებლებს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

კანონპროექტი პარლამენტში ორშაბათს დააინიცირეს. დღეს კი „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.  კანონის პროექტების ავტორები - ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილმა და რატი იონათამიშვილი არიან. 

21 მარტის, როდესაც ბიუროს სხდომაზე აღნიშნული კანონის პროექტი​ დაინიცირდა, მის ავტორებს დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა არ დაუყენებიათ. 

დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვით, მათ რეგლამენტი არ დაუღვევია. 

ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი, ეს გალხლათ საჯარო, მას შემდეგ გავიდა 5 სამუსაო დღე. ჩემს მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ვთქვით, რომ მზად ვიყავით, კომიტეტზე ამ საკიტხებზე გვემსჯელა. დღევანდელის ჩათვლით, მოვისმინეთ ბევრი ბრიფინგი თუ საუბარი, არგუმენტების გარეშე. საქართველოს პარლამენტის ნებისმიერ წევრს, ბიუროს წინ, რეგლამენტის სრული დაცვით, მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა. ეს პროცედურა განხორციელდა, რისი სრული უფლებაც გვაქვს"- აცხადებს ოხანაშვილი. 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება გამიზნულად მიიღო, იმისთვის რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა გაიმარტივოს. 

ხელსიუფლების ოპონენტების თქმით, ორშაბათს, კანონპროექტის დარეგისტირების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, კომიტეტის სხდომაზე უნდა მოეწვია, რომ საკითხზე ოპოზიციასთან ერთად ემსჯელა. მათი თქმით, მმართველი პარტია სურაბიშვილს შეუთანხმებელი ქმედებების გამო სამაგალითოდ სჯის და ძალის დემონსტრირებას ცდილობს.  

ამ ფონზე დღეს პრეზიდენტი და პრემიერი ღარიბაშვილი ერთად სიონის ტაძარში გამოჩნდნენ, თუმცა ზურაბიშვილი კითხვებს გაურბის და არ პასუხობს ქართული ოცნების მიერ გამოცხადებულ პოლიტიკურ ომზე.