რუსეთმა დაკარგა მორალური უფლება, იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებლური ეკლესიის - ზურაბიშვილი
უკრაინელებს თავის დროზე უნდა ეღირსოთ ავტოკეფალია - განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავი მიულოცა და უკრაინაზე ისაუბრა.
არ შეიძლება, რომ დღეს არ გავიხსენო ის, რაც ხდება უკრაინაში, სადაც რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი და ალბათ მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ ავტოკეფალია თავიანთი ეკლესიის, რამეთუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისა"- თქვა პრეზიდენტმა.