დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის - მიტროპოლიტი სტეფანე მეუფე გრიგოლს "ბატონ მეუფეს" უწოდებს
დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის გრძელდება. ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე მეუფე გრიგოლს "ბატონ მეუფეს" უწოდებს და მისი განცხადებების გამო აკრიტიკებს, რომელიც მას კანონიერი ჩარჩოებიდან გასვლაში ადანაშაულებდა.
ფოთელმა მიტროპოლიტმა აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი თუ რაში გავედით კანონის ჩარჩოებს გარეთ. ბატონ მეუფეს, ფოთელს ვთხოვ, რომ მათთან დაამყაროს კავშირი და თხოვოს, რომ შემოვიდეს კანონიერ ჩარჩოებში, ამბოხის აღკვეთა არ ხდება შენი ჭირიმე შენ გენაცვალეთი მხოლოდ," - თქვა ქადაგების დროს მეუფე სტეფანემ.
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის რამდენიმე თვეა უკიდურესად გამწვავებულია. მიტროპოლიტმა სტეფანემ არაერთი სასულიერო პირი საეკლესიო წესებით დასაჯა, ზოგიერთ მათგანს ზიარება აუკრძალა, ასევე მონაზვნები და სასულიერო პირები განკვეთა.