დადასტურებულია - ზელენსკის მკვლელობის გეგმაში „ვაგნერის“ წევრები იყვნენ ჩართულები
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის სავარაუდო მკვლელობის გეგმაში „ვაგნერი“ იყო ჩართული - ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლმა, მარკიან ლუბკივსკიმ გაავრცელა.
მისი თქმით, დაჯგუფების წევრებს სურდათ მოეკლათ უკრაინის ლიდერები.
„ყველა ეს დოკუმენტი და საჭირო მტკიცებულება წარედგინება საერთაშორისო სასამართლოს”, - აღნიშნა მარკიან ლუბკივსკიმ.
"ვაგნერის" დაჯგუფება უკრაინაში პირვბელად 2014 წელს გამოჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, არაოფიციალურ სამხედრო დაჯგუფებას, რომელსაც "სიკვდილის რაზმებსაც" უწოდებენ, ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელი, ევგენი პრიგოჟონი (მზარეული) აფინანსებს.