"ევროპული საქართველო" ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

10.04.21 12:07
"ევროპული საქართველო" ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

დღეს „ევროპული საქართველოს" ყრილობა გაიმართება. დღევანდელ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

პარტიულ ყრილობას არ დაესწრებიან გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე. ორივე მათგანმა პარტია  დატოვა. შესაბამისი განცხადებები უგულავამ და ბაქრაძემ სოციალურ ქსელში გააკეთეს. ბაქრაძის თქმით, ის სხვა პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს. "ევროპული საქართველოს"  უკვე ყოფილი წევრები პარტიიდან წასვლის მიზეზად ფუნდამენტური განახლების პროცესის არარსებობას ასახელებენ. უგულავა ასევე აღნიშნავს, რომ პარტიისთვის  2020 წლის არჩევნები წარუმატებელი იყო. 

ყრილობა ზუსტად 13:00 საათზე დაიწყება.