"ქართველი გმირები ემსხვერპლნენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას" - გიორგი გახარია

26.03.22 15:15
"ქართველი გმირები ემსხვერპლნენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას" - გიორგი გახარია

"გმირები ემსხვერპლნენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას" - ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის გიორგი ბერიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

" რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეს საქართველოს ბრძოლაც არის და საქართველოს ბედიც წყდება" - ამბობს გიორგი გახარია

დღეს თითოეული ჩვენთაგანისთვის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის,  რა თქმა უნდა, ოჯახისთვის უმძიმესი დღეა. თითოეული ქართველი გმირი, რომელიც ემსხვერპლა თავისუფლებისთვის ბრძოლას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას სად მოხდა, იქ რაც ხდება, დღეს უკრაინაში, ეს საქართველოს ბრძოლაც არის და საქართველოს ბედიც წყდება იქ. ამიტომაც ჩვენ თავისუფლად და თამამად უნდა ვთქვათ, რომ ეს გმირები ემსხვერპლნენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ვინც იქ იბრძვის, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს, მინდა მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა და გამარჯვება ვუსურვო", - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ.