ჯო ბაიდენი დმიტრო კულებას და ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა
ჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდა - აუდიენცია ვარშავაში გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი.
შეხვედრა 2+2-ის ფორმატში. განვიხილავთ მიმდინარე საკითხებსა და პოლიტიკურ და თავდაცვით სფეროებში აშშ-სა და უკრაინას შორის თანამშრომლობას. საღამოს დავესწრებით აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე", - წერს თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვი.
ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინელი მაღალჩინოსნების პირისპირ გამართული პირველი შეხვედრაა.
დმიტრო კულებას განცხადებით, ბაიდენმა მას უთხრა, რომ უკრაინელი ხალხით აღფრთოვანებულია და მათ მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატა.
პრეზიდენტ ბაიდენს აბსოლუტურად კონკრეტული აღქმა აქვს იმაზე რაზეც ყოველთვის ვსაუბრობდით 2014 წლიდან, რომ ეს რუსეთის ომია უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის თავისუფალი სამყაროს ომი ტირანიის წინააღმდეგ.
დღეს პრეზიდენტმა ბაიდენმა ზუსტად ასეც თქვა: რაც ხდება უკრაინაში, შეცვლის 21-ე საუკუნის ისტორიას და მეორე: რომ ამერიკა ურყევად იქნება უკრაინის გვერდით აბსოლუტურად ყველაფერში, ჩვენს გამარჯვებამდე. ვერაფერი უბიძგებს ამერიკას ზურგი აქციოს უკრაინას და მისი მხარდაჭერა შეამციროს. პირიქით, ეს მხარდაჭერა მხოლოდ გაიზრდება", - განაცხადა კულებამ.