როგორ ეხმარებოდა საქართველო დონეცკელ და ლუგანსკელ სეპარატისტებს ფულის შოვნაში? - საიდუმლო დოკუმენტები
როგორ ეხმარებოდა საქართველო დონეცკელ და ლუგანსკელ სეპარატისტებს ფულის შოვნაში? - "ნოდარ მელაძის შაბათი" ასაჯაროებს საიდუმლო დოკუმენტებს, საიდანაც ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც უკრაინას ოკუპირებული რეგიონებისთვის ბლოკადა ჰქონდა დაწესებული, ქარხნების ასამუშავებლად წიაღისეული იქ საქართველოდან შედიოდა.
როგორც ცნობილია, 2014 წელს, ორი უკრაინული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაციის შემდეგ, უკრაინის ეროვნული სიმდიდრე, მეტალურგიული ქარხნები პრორუსი სეპარატისტების ხელში აღმოჩნდა, იქ ნაშოვნი დიდი ფულით ისევ უკრაინასთან ომობდნენ. კიევმა ორივე რეგიონს ეკონომიკური ბლოკადა დაუწესა.
შეწყდა სარკინიგზო და საავტომობილოო მიმოსვლა დოენცკთან და ლუგანკთან. უკრაინა მათ ნედლეულსარ აწვდიდა. თუმცა შეზღუდვების მიუხედავად, პრორუსი სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მეტალურგიული ქარხნები არ გაჩერებულა.
ოფიციალური წყაროების თანახმად, ნედლეულს დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ოლქებში მდებარე ქარხნებს რუსეთი აწვდიდა, თუმცა შემოვლითი გზებით. რადგან, ვინც დონეცკთან ლუგანსკთან ივაჭრებდა, საერთაშორისო სანქიცბეი ემუქრებოდა. შაბათის გუნდი ამ საქმის გამოძიებამ საქართველომდე მიიყვანა.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტები შოკისმომგვრელია - ირკვევა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სეპერატისტული რეჟიმების კონტრლის ქვეშ მყოფ ქარხნებს 2018 წელს ქართული ნედლეულით ქართული კომპანები ამარაგებდნენ. ანუ კიევის მიერ რეჟიმიებისთის დაწესებული სანქციების მიუხედვად, საქართველოდან, მეტალის წარმოებისთვის საჭირო სასარგებლო წიაღისეული, შემოვლთი გზებით ოკუპირებიულ რეგიონებში შედიოდა.
მეტიც "ტვ პირველის" ინფორმაციით, ამ უპრეცენდენტო სკანდალის გამო, 2018 წლის 25 ივნისს, საღამოს შვიდ საათზე, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში, შეხვედრაზე, საქართველოს მაშინდელ ელჩს გელა დუმბაძეს იბარებენ.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა ელჩს უთხრა, რომ გაბრაზებულია იმ ოპერატიული ინფორმაციით, რომელიც მიიღეს. ავაკოვი შეხვედრაზე ქართველ დიპლომატს დაემუქრა, თუ ამ ამბავს არ აღკვეთდნენ, კიევი დიდ სკანდალს ატეხდა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, კიევისგან თბილისმა 4 დოკუმენტი მიიღო. ერთ-ერთ მათგანში ყველა ქართული კომპანის ჩამონათვალია იყო, ვინც სავარაუდოს ქვეყნის ინტერესების ხარჯზე ფულს აკეთებდა.
დოკუმენტში წერია, ვინ მფარველობს ამ კომპანიების და ვისი დახმარებით შედიოდა დონეცკსა და ლუგანსკში ფეროშენადნობები.
დოკუმენტების თანახმად, კომპანია "ფერო ნეტი" რომელიც უკრანული გამოძიებით, დავით ქაჯიას ეკუთვნის, სილიკომანგანუმს დონეცკსა და ლუკანსში უკანონოდ ყიდდა. პროდუქციას კი რუსთავში მისივე ქარხანაში აწარმოებდა.
დოკუმენტებში, რომელიც "შაბათის" გუნდმა მოიპოვა, წერია, რომ კიევის ბლოკადის მიუხედავად, ოკუპანტებს 4 ქართული კომპანია ამარაგებდა. ერთ ერთი სავარაუდოდ, "ჯეო ფერო მეტალია". შალეგ შეყილაძე, კომპანიაში 30 % ის წილის მფლობელია, თუმცა ის ამბობს, რომ დეტალები არ იცის.
ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2018 წელს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს ელჩს და კიდევ ერთ თანამშრომელს მის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე, ოთხი კომპანიის სავარაუდო მაქინაციების სქემები გადასცა.
'შაბათის ეთერის" წყარო ყვება, რომ დოკუმენტები, საბოლოოდ საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს.
საიდუმლო ფაილებში წერია პავლე კუბლაშვილის გვარიც - უკრაინულ ფაილებში წერია, რომ პარლამენტის ყოფილი წევრი, ოკუპირებულ რეგიონებთან უკანონო ვაჭრობის სქემის კურატორია. კუბლაშვილი უკანონო ვაჭრობასთან კავშირს უარყოფს.
უკრაინული ფაილების მიხედვით ნედლეული საქართველოდან შუამავალ კომპანიებზე იყიდებოდა, ერთ ერთი შუამავალი კომპანია შვეიცარიაში რეგისტრირებული "ჰელვიტიაა", მის წარმომადგენელი იური რიონელია. ის ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს.
ოკოკუპირებულ უკრაინულ რეგიონებთან უკანონო სავაჭრო ურთიერთობა, დიდი სკანდალია. ჩნდება კითხვა, წავიდოდა თუ არა ამ რისკზე ქართული ბიზნესიხელისუფლების მწვანე შუქის გარეშე?
ნახეთ მაკა ჩიხლაძის ჟურნალსიტური გამოძიება