სხვა წევრები მოახერხებენ, მათ ღირსეულად ჩანაცვლებას - კახიძე პარტიიდან წასულებზე
"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთო კახიძის შეფასებით, გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძის მიერ პარტიის დატოვების მიუხედავად, მათი ჩანაცვლება სხვა წევრების მიერ ღირსეულად მოხდება.
ყოფილი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, არ ვაპირებ მათკენ ხელის გაშვერას ან უკუგადაბრალებას, რაც შეეხება მათ წასვლას, არასდროს არ არის კარგი როცა პარტიას ვინმე ტოვებს, მაგრამ არანაკლებ გამოცდილი ფიგურები არიან ჩვენს პარტიაში, რომლებიც ჩემი აზრით, ღირსეულად მოახერხებენ, მათ ღირსეულად ჩანაცვლებას," - ამბობს ოთო კახიძე.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ "ევროპული საქართველო" დღეს ოფიციალურად დატოვეს. ორივე მათგანმა პარტიის დატოვების მიზეზად ფუნდამენტური განახლების არარსებობა დაასახელეს. უგულავამ ასევე აღნიშნა რომ 2020 წლის არჩევნები პარტიისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.
ამ წუთებში "ევროპული საქართველოს" პარტიული ყრილობა მიმდინარეობს. ცოტა ხანში გახდება ცნობილი ვის აირჩევენ პარტიის თავმჯდომარედ.