"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

10.04.21 13:54
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს. 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ "ევროპული საქართველო" დღეს ოფიციალურად დატოვეს. ორივე მათგანმა პარტიის დატოვების მიზეზად ფუნდამენტური განახლების არარსებობა დაასახელეს. უგულავამ ასევე აღნიშნა რომ 2020 წლის არჩევნები პარტიისთვის  წარუმატებელი აღმოჩნდა.