მოლაპარაკებები არ არის, სააკაშვილი დარჩება ციხეში - "ოცნებამ" მესამე პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანა
"ქართული ოცნების" დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გამოშვებაზე მოლაპარაკებებს უარყოფენ. მმართველ პარტიაში ისევ იმეორებენ, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში დიდხანს დარჩება და სასჯელს ბოლომდე მოიხდის.
კობახიძე-ღარიბაშვილის თანაგუნდელების მტკიცებით, არც სასჯელის გადავადება განიხილება და არც სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანა.
კანონის შესაბამისად, როცა მოიხდის სასჯელს, შემდეგ დატოვებს პენიტებციურ დაწესებულებას. როგორ შეიძლება მსჯავრებულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს?! რა მოლაპარაკება, რა გადაცემა, სად გადაყვანა - აბსურდია"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
რატი იონათამიშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის "გადასაწყვეტი არ არის, სად წავა და სად ჩაერთვება". დეპუტატის თქმით, სააკაშვილი პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებს.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი მმართველი პარტია პატიმრების საკითხზე არ მსჯელობს.
მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი ნინო წილოსანი კი ამბობს, რომ თუ პრეზიდენტ ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალა, ის ქვეყნის მტერი იქნება.
ჩემთვის პირადად, არანაირი გზა არ არსებობს, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავი აარიდოს მისი დანაშაულისთვის სასჯელის მოხდას. პრეზიდენტი, რომელსაც ცხადად აქვს გაცხადებული პოზიცია, მისი აზრის შეცვლის შემთხვევაში, იქნება ქვეყნის მტერი"- თქვა დეპუტატმა.
გიორგი კახიანის თქმით კი სააკაშვილის გათავსიუფლების საფუძველი არ არსებობს.
რაღაც პირობებზე საუბარი არ ყოფილა და არც იქნება. საქართველოს პრეზიდენტი მსჯავრდებულია და მან კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს სასჯელი"- აღნიშნავს კახიანი.
მესამე პრეზიდენტის პირობა კი საჯაროა - სააკაშვილის თქმით, თუ სამკურნალოდ უცხოეთში გაუშვებენ, ქართულ პოლიტიკას დროებით ჩაეხსნება.