ოკუპანტების მიერ გატაცებული ზოგიერთი ქალაქის მერი უკვე ცოცხალი აღარ არის - ზელენსკი
ოკუპანტების მიერ გატაცებული ზოგიერთი ქალაქის მერი უკვე ცოცხალი აღარ არის - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ასევე რამდენიმე მერი დაკარგულია და მათ შესახებ უკრაინის მთავრობამ არაფერი იცის.
ისინი ჩვენი ქალაქების მერებს იტაცებენ. მათ ზოგიერთი მერი მოკლეს, ზოგს კი ვერ ვპოულობთ, ზოგი გარდაცვლილი ვნახეთ..., - განაცხადა ზელენსკიმ THE ECONOMIST-თან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ზოგიერთი ქალაქის მერი ოკუპანტებმა თავად შეცვალეს.