ბათუმში "ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება - საგანგებო ბრიფინგი ენმ-ში

28.03.22 13:50
ბათუმში "ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება - საგანგებო ბრიფინგი ენმ-ში

"მზადება არჩევნების გაყალბებისთვის!" - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ოცნებამ" ბათუმში მეოთხე ოლქში ამომრჩეველი ხელოვნურად გაზარდა. საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციამ დღეს იმ პირთა სია წარადგინა, ვინც 6-დან 16 მარტამდე დარეგისტრირდნენ. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც გასულ არჩევნებში ხულოს, წალკისა და სხვა მუნიციპალიტეტების მერების არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.  

გიორგი კირთაძის ინფორმაციიათ, გასულ არჩევნებთან შედარებით ოლქში 10 53-ით მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.  ანალოგიური მდგომარეობაა კიდევ ერთ უბანში, სადაც  444 ი  ახალი ამომრჩეველი ჩაამატეს. 

 ოპოზიცია ცესკოს ძველი სიების დაბრუნებას სთხოვს, მათი თქმით, თუ ეს დოკუმენტები არ დაბრუნდება  "ნაციონალური მოძრაობა" პროტესტის ნიშ-ნად არჩვენებში მონაწილეობას არ მიიღებს.