სუს-მა ჩვენი პარტიის წევრი უკანონოდ დააკავა, მასთან ადვოკატს არ უშვებენ - გახარიას პარტია
წალენჯიხაში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი და გიორგი გახარიას პარტია“ საქართველოდან“ საკრერბულოს წევრი გოჩა აბულაძე დააკავეს - ინფორმაცია მედიას პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ დაუშვილმა მიაწოდა.
მისი თქმით, ,,ოცნება" ვერ ეგუება რეგიონებში ძალაუფლების დაკარგვას და ოპოზიციაზე ზეწოლას განაგრძობს. მისი თქმით, აბულაძეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ.
,,ოცნება" ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას, ვერ ძლევს ამ შიშს და აგრძელებს ოპოზიციაზე ზეწოლას. მაშინ, როცა ხელისუფლება ვერ და არ იცლის, გამოიძიოს ჩვენი პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, მალხაზ თორიასა და მის შვილზე თავდასხმის ფაქტი, ამის პარალელურად სუს-მა დღეს დილით უკანონოდ დააკავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, პარტია ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გელა აბულაძე და დღემდე მასთან არ უშვებენ ადვოკატს.
როგორც ცნობილია, სუს-მა ამ საქმეზე გამოძიება წინასაარჩევნოდ დაიწყო. ამის მიზანი იყო გელა აბულაძესა და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა, რაც მათ ვერ შეძლეს და ამ მოქმედებით ვერ დააშინეს.
,,ოცნება" ვერ ეგუება რეგიონების საკრებულოებში არჩევნების წაგებას და ცდილობს, პოლიტიკური მოცემულობა და მოქალაქეთა არჩევანი შეცვალოს უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, საბოტაჟით.
ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს უკანონო დაკავება აღიკვეთოს და გელა აბულაძე იქნეს გათავისუფლებული - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.