ბოკერია არასდროს ირხეოდა ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა - კახიძე
"ბოკერია არასდროს ირხეოდა ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა", - ეს განცხადება პარტიის ყრილობაზე ოთო კახიძემ გააკეთა.
გიგა ბოკერია ყოველთვის ახერხებდა, რომ ჰქონოდა, ეთქვა ხმამაღალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში, ყოველთვის დაეცვა ის პრინციპები, რომლისაც მას სჯერა, ვგულისხმობ ლიბერალურ დემოკრატიას, ქვეყნის დასავლურ კურსს, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას და ზოგადად თავისუფლების იდეას, ის არასდროს ირხეოდა ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა, ყოველთვის ახერხებდა თავისი თანმიმდევრული პოზიციის დაფიქსირებას, და ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ასეთი ტიპის ლიდერები, რომლებიც ასე გააგრძელებენ მართვას, - თქვა კახიძემ.
"ევროპული საქართველოს" პარტიული ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს, ყრილობაზე გახდება ცნობილი ვინ გახდება პარტიის თავმჯდომარე და გენმდივანი.