უკრაინამ ომის საქართველოში გადმოტანაზე საუბარი ენმ-ს ვიზიტის შემდეგ დაიწყო - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ძველებურად იწმუნება, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა "ნაციონალურ მოძრაობას" ინტერესში შედის.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მუდმივი მოწოდებები, რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით".
მანვე პროცვოკაცია უწოდა, "მცდელობას, რომ საქართველოს ნებართვით, უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგზავნილიყო".
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შედგა ომის პარტიის, ნაციონალური მოძრაობის მორიგი ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა "წარმატებით" ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდრ დანელოვის განცხადება ამის მკაფიო მაგალითი იყო.