ღარიბაშვილის მერე კობახიძეც - "საწვავის ფასებზე გამართული აქციის უკან ენმ დგას"
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პრემიერის მსგავსად, ირწმუენბა, რომ გუშინ თბილისის ქუჩებში, საწვავის ფასების გასაპროტესტებლად გამოსული ადამიანები ოპოზიცის მიერ იყვნენ მართულები.
ეს არის არა შეფასება, არამედ, ფაქტის კონსტანტაცია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, როგორ იყო ორგანიზაბული. ეს აქციები სისტემურად იყო ორგანიზებული არამარტო თბილისში, სხვა ქალაქებშიც. კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა იდგა ამ აქციების უკან"- ამბობს კობახიძე.
მისი თქმით, საწვავის ფასები და ზოგადად ინფლაცია მტკივნეულია მოსახლეობისთვის, თუმცაამაზე საქართველოს ხელისუფლება.
ეს არის საერთო პრობლემა, გამომდინარე იქედან რომ ნავთობზე გაზრდილია ფასები და ზოგადად, ენერგოპროდუქტებზე. ყველა ქვეყანას უდგას ეს პრობლემა. ეს არის გლობალური ტრენდის შედეგი"- განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.