სააკაშვილი რაც უფრო დიდხანს იჯდება, ნაკლებად დააზიანებს საქართველოს და უკრაინას - კობახიძე

28.03.22 15:04
სააკაშვილი რაც უფრო დიდხანს იჯდება, ნაკლებად დააზიანებს საქართველოს და უკრაინას - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოლიტიკური იერიში მიხეილ სააკაშვილის მიმართ - ირაკლი კობახიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება არ განიხილება: 

გახსოვთ, როგორ დაამძიმა მან საქართველოს მდგომარეობა 2008 წელს და მას შეუძლია ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმოს უკრაინელ ხალხს. პირველ რიგში, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არაა მისი გათავისუფლება, თუმცა, ამას რომ დავანებოთ თავი, რა თქმა უნდა, ასეც და ისეც მას აქვს სასჯელი მოსახდელი და არავითარი ფორმით ასეთი საკითხი არ განიხილება. მან უნდა დაანებოს თავი ქვეყნის დაზიანებას. რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც, ესაა უკეთესი ორივე სახელმწიფოსთვის"- თქვა კობახიძემ.