ამათ მართლა დეგენერატები ხო არ ვგონივართ? -სააკაშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

28.03.22 15:30
ამათ მართლა დეგენერატები ხო არ ვგონივართ? -სააკაშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

"ჩვენ ქვეყანას მოღალატეები მართავენ!" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზში განაცხადა. მან პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას უპასუხა, რომელმაც ბენზინის ფასის ზრდის გასაპროტესტებლად გამოსულ ხალხს ენმ-სგან მართულები უწოდა. 

სააკაშვილის თქმით, აქციზის მოხსნით მოქალაქეებს ცხოვრება შეუმსუბუქდება: 

გუშინ გამოვიდა ხალხი და ითხოვდა, მოხსენით აქციზიო, დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა, ყველა ვინც გამოდის ქუჩაში, არის ნაციონალი და თუ ჩვენ შევამცირებთ დღგ-ს, დავკარგავთ მილიარდ ლარს - ამათ მართლა დეგენერატები ხომ არ ვგონივართ?

1 მილიარდი არის 200 მილიონი, რომელსაც ისინი ხარჯავენ მანქანებზე, 1 მილიარდი ლარის არის 400 მილიონი, რომელსაც ხარჯავენ პრემიებზე, მათ შორის პროკურატურაზე, სასამართლოზე, ხალხის დაშლაზე, რამდენიმე ასეული მილიონი ლარი არის ის, რასაც ისინი ხარჯავენ პროკურატურის ახალი შენობის აშენებაზე.

უკვე 2 მილიარდი ლარი თავისუფლად შეიძლება ამოიღო ბიუჯეტიდან, რომ ახალ სავარძლებში და ახალ მანქანებში არ გადასხდნენ...
ე.ი. ყველა ვისაც შია, სწყურია, ბავშვებს ვერ აჭმევს და ვერ აძლევს განათლებას, თურმე ნაციონალია და ვინც გაზულუქებულია, ხალხს ძარცვავს- არის ქოცი" თქვა მიხეილ სააკაშვილმა.