საქართველოს გადარჩენა მობილიზებასა და გამოფხიზლებაშია - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

28.03.22 16:07
საქართველოს გადარჩენა მობილიზებასა და გამოფხიზლებაშია - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში, დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში - ასე დაასრულა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში სიტყვით გამოსვლა. 

მისი თქმით, ხელისუფლებაში "რუსეთის დასმული შნირები არიან".  

საქართველოს ერთადერთი გადარჩენის გზა არის მობილიზაციაში, გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში, ხელის ჩაკიდებაში, დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში. "ჩვენ ამ მთავრობას ვაიძულებთ, ჩვენ ამ მთავრობას გავაკეთებინებთ", რას გააკეთებინებთ, ვის გააკეთებინებთ, მოღალატეები არიან, რუსეთის პირდაპირი დასმული შნირები არიან. მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოშორებით, მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოგდებით, მხოლოდ მასობრივი აქციებით, ხელის ჩაჭიდებით, ვერ დაგარბევენ ესენი"- განაცხადა სააკაშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა და თქვა, რომ მათ მოქმედი ხელისუფლება პრპაგანდით ასაზრდოებდა რომ "სააკაშვილი კაციჭამია იყო". 

ახალგაზრდებს მინდა მივმართო, 14 წელი გიყვებოდნენ, რომ სააკაშვილი არის კაციჭამია. შემომხედეთ, მე ვარ კაციჭამია თუ მთავრობა, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ?! თქვენ 14 წელი საჭმლის, განათლების, პერსპექტივის მაგივრად გაჭმევდნენ პროპაგანდას და სიბინძურეს. ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ ვარ მე"- თქვა პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და თქვა, რომ რუსული ტანკები იდგნენ პრეზიდენტის სასახლიდან 15 წუთის სავალზე, რუსეთის სპეცრაზმი გადმომჯდარი იყო კოჯორში.

ეხლა მაინც ხომ კარგად დაინახეთ ხალხო რა აგაცილეთ თბილისში 2008 წელს? ეს მთავრობა რომ ყოფილიყო გაიქცეოდა იმავე წუთში. მე, რომელსაც მეუბნებოდა სარკოზი, წაგიყვანთ თუ არადა ხვალ მოგკლავენ, ვუთხარი, რაც არ უნდა მიქნან ფეხს არ მოვიცვლი. რუსული ტანკები იდგნენ პრეზიდენტის სასახლიდან 15 წუთის სავალზე, რუსეთის სპეცრაზმი გადმომჯდარი იყო კოჯორში, მას შემდეგ რაც ბუში გამოვიდა, რომელსაც ვუყვირე რამდენჯერმე ტელეფონში და მართლა  დავამუნათე , ჩვენ შევძელით ჩვენი დედაქალაქია და სახელმწიფოებრიობის გადარჩენა"- თქვა სააკაშვილმა.