"თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, სამუდამოდ ეს თაობა დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში"- მიხეილ სააკაშვილი

28.03.22 17:14
"თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, სამუდამოდ ეს თაობა დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში"- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედი ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ჩვენ ახლა ვიძახით, ჩვენ ხალხი სხვა ვართ, მთავრობა სხვაა. მთავრობა არ გამოხატავს ჩვენს ინტერესებს, როდესაც უკრაინელები გვეუბნებიან, ხალხო, რამ გამოგაშტერათ? თქვენთვისაც ხომ ვიბრძვით, რატომ გვლანძღავთ, ნუ გვლანძღავთ მაინც. თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, სამუდამოდ ეს თაობა დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში... თუ ჩვენ ამ მთავრობას არ მოვაშორებთ, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზაციას, თუ ჩვენ არ გამოვალთ ყველანი ქუჩებში, თუ ჩვენ მშვიდობიანად არ გავაკეთებთ საქართველოში სიტუაციის შეცვლას, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ საქართველოში ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან, საქართველო დაღუპულია", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.