"მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად" - ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების წასვლაზე

10.04.21 14:10
"მიმაჩნია  სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად" - ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების წასვლაზე

"მიმაჩნია  სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად" - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას, რომლებმაც პარტია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დატოვეს.

სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, ვისთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს რთული გზა გავიარეთ. მე ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად, ამას არ დავმალავ.ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო განსაკუთრებით ასეთ დროს, რთულ ვითარებაში, მხოლოდ ამ პარტიისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის," -აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის,  "ევროპული საქართველო" დღეს ოფიციალურად დატოვეს პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ. ცოტა ხნის წინ კი პარტიის ყრილობაზე, "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.  

მსგავსი სიახლეები