საწვავის პროტესტის გამო დაკავებულები - აქციის მონაწილეებს პატიმრობა ემუქრებათ

29.03.22 11:10
საწვავის პროტესტის გამო დაკავებულები - აქციის მონაწილეებს  პატიმრობა ემუქრებათ

ბენზინის ფასის გაპროტესტების გამო  დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. 

შსს  ოცივე დაკავებულს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილობლობას ედავება. აქციის მონაწილეებს  1-თვიანი პატიმრობა ან ჯარიმა  ემუქრებათ. არცერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. დაკავებულების ადვოკატის შეფასებით, ოცივე პირი პოლიტიკური მოტივით დააკავეს და მათი გათავისუფლება დღესვე ჯარიმის გარეშე უნდა მოხდეს.

მათ ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას. რა თქმა უნდა ეს მათ არ ჩაუდენიათ. მათ ჰქონდათ ლეგიტიმური უფლება გამოეხატათ სოციალური პროტესტი, რაც გამოხატეს კიდევაც. არანაირი საფუძველი არ იყო რომ დაეკავებინათ და გაეჩერებინათ დროებითი დაკავების იზოლატორში.  იმედი მაქვვს დღეს გამოუშვებენ ჯარიმის გარეშე. ეს არის კლასიკურად პოლიტიკური აქტი", - ამბობს დაკავებულების ადვოკატი.

 

"შეამცირეთ ბენზინზე ფასები" - ამ მოთხოვნით 27 მარტს  თბილისის ცენტრში უამრავი მოქალაქე გამოვიდა.  პრემიერმა ღარიბაშვილმა საპროტესტო მსვლელობას ,,ნაციონალების" მიერ მართული უწოდა. 

სამართალდამცველებმა აქციის 20 მონაწილე დააკავეს.