"ევროპული საქართველო" ლევან თარხნიშვილმა და გივი თარგამაძემ დატოვეს

10.04.21 14:21
"ევროპული საქართველო" ლევან თარხნიშვილმა და გივი თარგამაძემ დატოვეს

ევროპულ საქართველოს ლევან თარხნიშვილი და გივი თარგამაძეც ტოვებენ.ორივე მათგანმა  ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა. 

ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა. მადლობა ყველას ვისთანაც ერთად ვიბრძოდით და ვაშენებდით ევროპულ საქართველოს. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ქოცების წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩეჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს", - წერს თარხნიშვილი.

პარტიის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა გოკა გაბაშვილმაც. მანამდე კი "ევროპული საქართველოდან" წასვლის შესახებ გიგი უგულავამ და დავით ბქარაძემ განაცხადეს. პარტიის თავმჯდომარედ ყრილობაზე გიგა ბოკერია აირჩიეს.