კანონი პრეზიდენტის წინააღმდეგ - კომპეტენციების დავის საკითხზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ

29.03.22 12:04
კანონი პრეზიდენტის წინააღმდეგ -  კომპეტენციების დავის საკითხზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ

კანონი პრეზიდენტის წინააღმდეგ - მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციების დავის საკითხზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს "ქართული ოცნება" პირველი მოსმენით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტსღარიბაშვილ-კობახიძის გუნდი ფორსირებულ რეჟიმში იხილავს - ბიუროს გადაწყვეტილებით, პროექტს მიმდინარე მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით უნდა მიიღონ. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება"  პრეზიდენტის დასჯის მექანიზმებს იმარტივებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველი გუნდი სალომე ზურაბშვილს  ურჩობას არ პატიობს.

კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდის მიერ უკვე დაანონსებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლში ზურაბიშივლის წინაარმდეგ დავა დაიწყება. 

ქართულ ოცნებას უნდა, აბსოლუტურად ყველამ კანონი ისე წაიკითხოს, როგორც მას სურს. ანუ როგორ მოერგოს, კანონი "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ინტერესებს - ეს არის აქ ამოსავალი. ძალიან ცალსახაა, რომ ეს მორიგი იერიშია ქართული ოცნების მხრიდან, მორიგ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ უწყებაზე"- განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა. 

"ლელოს" წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ "ოცნებას" განსხვავებული აზრის მიუღებლობა აქვს. 

ოცნება ილაშქრებს ყველას წინააღმდეგ. მას განსხვავებული აზრის და პარტიული კურსიდან გასნხვავებული მოსაზრებებისა და ქმედებების მქონე ადამიანებების თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლიანი ისტორია აქვს. ეს საგარეო კურსზე დავაა და არა კომპეტენციური დავა"- თქვა ნაცვლიშვილმა. 

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მმართველი პარტიისთვის არ არსებობს არგუმენტი და კრიტიკა რომელიც უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას გადააფიქრებინებს. მათი თქმით, დღეს მოქმედი კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის და სასწრაფოდ შესაწორებელია. კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი ირწმუნება, რომ მათი მკიზანი პრეზიდენტის დასჯა არ არის. 

მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე ხდება, ანუ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.