ბენზინის ფასის გაპროტესტების გამო დაკავებულები - სასამართლოსთან აქცია იმართება
ბენზინის ფასის გაპროტესტების გამო დაკავებული 20 პირის სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ გამართულა. დაკავებულები სასამართლოში ჯერ კიდევ არ გადაუყვანიათ. სასამართლოსთან დაკავებულების ახლობლები და მხარდამჭერები იკრიბებიან. მათი თქმით, ყველა დაკავებული საპატიმროდან სასწრაფოდ, ყოველგვარი ჯარიმის გარეშე უნდა გათავისუფლდეს. დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა ბენზინის ფასი გააპროტესტეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დაშინების მიზნით დააკავა.
ისეთი ხალხი დაიჭირეს საერთოდ რომ უბრალოდ აქციაზე იყო მოსული პროტესტის გამოსახატად. მათი ხმრიდან არანაირი ძალაოდბა არ განხორციელებულა. ჩვენი აქციები გაგრძელდება სანამ არ მივაღწევთ იმ შედეგს, რაც რეალურად შეიძლება დადგეს", - ამბობს დაკავებულის მხარდამჭერი.
"შეამცირეთ ბენზინზე ფასები" - ამ მოთხოვნით 27 მარტს თბილისის ცენტრში უამრავი მოქალაქე გამოვიდა. პრემიერმა ღარიბაშვილმა საპროტესტო მსვლელობას ,,ნაციონალების" მიერ მართული უწოდა.
სამართალდამცველებმა აქციის 20 მონაწილე დააკავეს.