"ქართული ომის" პარტია, უკრაინის ხელისუფლებას არწმუნებს, რომ შესაძლებელია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა - სუბარი

29.03.22 13:40
 "ქართული ომის" პარტია,  უკრაინის ხელისუფლებას არწმუნებს, რომ შესაძლებელია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა - სუბარი

"ქართული ოცნების" მორიგი იერიში ოპოზიციაზე -მმართველი პარტიის წევრი,  სოზარ სუბარი, ენმ-ს მისამართით ამბობს, რომ "უკრაინაში ომის დაწყების პირველივე წუთებიდან საქართველოში გააქტიურდა ე.წ. ომის პარტია, რომლის მიზანია საქართველოს ომში ჩართვა".

როცა საქართველო თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რომ გვერდით დაუდგეს უკრაინას და უკრაინელ ხალს. ხაზგასმით ვიტყვი- გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე პოსტსაბჭოთა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, რატომ კეთდება ასეთი განცხადებებები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით? - გასაგებია რატომაც -

"ქართული ომის" პარტია, რომელიც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს უკრაინის ხელისუფლებაში, არწმუნებს მათ, რომ შესაძლებელია, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანა"- აცხადებს დეპუტატი. 

სოზარ სუბარის თქმით, პარტიას საზღვრებს მიღმაც ბევრი მხარდამჭერი და თანამგრძნობი გამოუჩნდა.

სწორედ ამას ნიშნავს, როდესაც მოგვიწოდებენ, რომ რუსეთი დასუსტდა და ახლა დადგა დრო, როდესაც საქართველომ დაკარგული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს. პირდაპირ ვიტყვი, რომ სრულიად მიუღებელია, როცა მეგობარი ქვეყნის პოლიტიკოსები, თუ მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირი ტექსტით მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ.

გუშინ გამოქვეყნდა უკრაინის რადას დეპუტატის, ვოლოდიმირ ვიატროვიჩის, მოწოდება, რომ თითქოს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის უპირატესობა, რომ რუსეთი ახლა დასუსტებულია. კიდევ ერთი დღით ადრე კი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარებოდა უკრაინას და ის შეფასებაც მოაყოლა, რომ რბილად რომ ვთქვათ, საქართველო არც თუ ისე სწორად იქცევა.

მეც ძალიან რბილად ვიტყვი, მეგობარი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებები არამეგობრული და მიუღებელია. ,,ნაციონალური მოძრაობა" არწმუნებს მათ, რომ საქართველოში შესაძლებელია მეორე ფრონტის გახსნა და ომის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანა"- თქვა მან.