,,არასერიოზული კაცის არასერიოზული განცხადებები"- ,,ოცნება" სააკაშვილის ინიციატივას აფასებს
,,ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას კატეგორიული უარით პასუხობს- "არასერიოზული კაცის არასერიოზული განცხადებები" ასე აფასებს მმართველი გუნდი ეროვნული თანმხმობის შესახებ ექსპრეზიდენტის იდეას.
ეს იგივეა საააკაშვილის პირიდან გაცხადებული, როგორც მგლის თავზე სახარების კითხვა. ეს არის სრულიად ნონსენსი და წარმოუდგენელი. ვინმეს საერთოდ წარმოუდგენია ეს სააკაშვილისგან, რომელიც არის რევანშისტული ძალის ყოფილი დიქტატორი, გაფარჩაკებული, რომელიც ძალაუფლების წყურვილით იმდენად არის შეპყრობილი, რომ ყველასა და ყველაფერზე კონტროლი აქვს დაკარგული - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
უმრავლესობის დეპუტატი, ნინო წილოსანი, ამბობს, რომ სააკაშვილი და მისი პარტია "არა თანხმობის, არამედ უთანხმოებასა და ომთან ასოცირდება და ქვეყნის მომავლის დაკავშირება არ შეიძლება".
საერთოდ რა თანხმობაზე შეიძლება, იყოს საუბარი, როცა ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე? ის და მისი პარტია ლოგიკურად გამოსახავს უთანხმოებისა და ომის პარტიას - განაცხადა ნინო წილოსანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გუშინ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქვეყნის ჩიხიდან გამოსავლის ერთადერთ გზად ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მიაჩნია, რომლის შემადგენლობაშიც მიხეილ სააკაშვილი მმართველი გუნდის წევრებსაც ხედავს.