არ გაბედოთ, რუსეთუმეებს ქართველებს ნუ გვეძახით! - "ოცნების" დეპუტატი ოპოზიციას

29.03.22 14:11
არ გაბედოთ, რუსეთუმეებს ქართველებს ნუ გვეძახით! - "ოცნების" დეპუტატი ოპოზიციას

"ხანდახან მგონია, რომ ჩვენი მასწავლებლები ხართ. თანამედროვე მასწავლებლებიც კი არ ლაპარაკობენ ასეთი დიდაქტიკური ტონით. მოდით რა, გვემუშავეთ"- ასე მიმართა პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა, მაია ბიწაძემ ოპოზიციას. 

მისი თქმით, ოპონენტები მმართველ ძალას მხოლოდ "ეჩხუბებიან". 

არაფრით არ ინტერესდებით, სამაგიეროდ, აქ გამოდიხართ და გვეჩხუბებით. როდის უნდა დამთავრდეს? როგორ გგონიათ, ვისზე დგას ეს სახელმწიფო? საჯარო მოხელეებზე დგას, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, რომ ეს რეზოლუცია მიგვეღო და განაცხადი გაგვეკეთებინა.

ეს ქვეყანა დგას პატრიოტიზმზე და არ გაბედოთ, რუსეთუმეებს ქართველებს ნუ გვეძახით! ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ! ადამიანს აქვს მოთმინების ზღვარი, რომლის იქითაც კარგავს მოთმინებას. მესმის, რომ ეს ზღვარი არ უნდა დაირღვეს, მაგრამ თქვენც გაითვალისწინეთ, ნუ გვეჩხუბებით და ამომრჩეველს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ“ - მიმართა ბითაძემ ოპოზიციას.

მისივე მტკიცებით, ოპოზიცია "სახელისუფლებო პარტიის სწორს განცხადებებს თავისად ასაღებენ და მერე იქით არიგებენ ჭკუას". 

იცით, რას დავაკვირდი, თუ დავუშვათ ირაკლი კობახიძე, ან რომელიმე ჩვენი კოლეგა გააკეთებს განცხადებას, რომელიც სწორია და მათაც იციან, რომ სწორია, შემდეგ ტელევიზიებში თავისად ასაღებენ და იქით გვარიგებენ ჭკუას.

მაგალითად, გუშინ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან არაფერი გვაქვს საომარი, ამის შემდეგ საღამოს ეთერში დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ასე უნდა გეთქვათო და ეს თქვა ირაკლი კობახიძემ და ასე ხდება ყველაფერზე“, - განაცხადა ბითაძემ.